|
2015-06-19 12:13:26, 416 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა წყნეთის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხიდან მანქანა ამოიყვანეს
წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა. ამასთან, სტიქიამ საძირკველი გამოაცალა ავტოფარეხს და ტერიტორიაზე მიმდინარე გამაგრების სამუშაოებს საფრთხე ექმნებოდა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, მაშველებმა ძალიან კარგად და ოპერატიულად იმუშავეს და მანქანა ამოიყვანეს. მანქანის ავტოფარეხიდან ამოყვანის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)