05:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 11:20:14, 1233 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია ასეც გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მმართველ გუნდში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მყარი უმრავლესობა აქვს.

როგორც ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუნდში მიმდინარე პროცესებში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს.

"პირველ რიგში მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ჩვენი გუდნის თითოეული წევრის მიმართ. ვარ დარწმუნებული რომ ის იდეალები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რისთვისაც მივირეთ საზოგადოების მხარდაჭერა 2012 წელს ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ვინაიდან სწორედ ეს ფასეულობები გვაერთიანებს. პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. წინა მთავრობის სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი შევცვალეთ და ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, სწორედ რაც ხდება მე განვიხილავ ამ კონტექსტიდან. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის დემოკრატიის პროცესი და ამაში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია ეს ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც ამ დღეების განმავლობაშ მოვისმინე, რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები და ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია. "ქართულ ოცნებას", ჩვენ გუნდს აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics