|
2019-02-25 16:04:45, 647 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მოადგილეებთან ერთად საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა. საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა. მოკავშირეებისგან მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ და ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდნენ. სკვერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)