|
2019-02-25 13:46:38, 488 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა იუნერების თავდადებასა და მათი გმირული ბრძოლის შესახებ. ,,25 თებერვალი არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს რომელიც ემსხვერპლა რეჟიმს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ , ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული. ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა. საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა. მოკავშირეებისგან მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ და ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდნენ. დილიდან სკვერში აჭარის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლები წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)