|
2019-02-25 10:29:32, 1767 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, PechaKucha Nights გაიმართა
„თბილისი სტარტაპ ბიუროსა“ და თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ორგანიზებით, „ტექნოპარკში“ PechaKucha Nights გაიმართა, რომელზეც ღამის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. PechaKucha Nights არაფორმალური, სახალისო შეხვედრების პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც, ინოვატორები, მეწარმეები შეიკრიბნენ. მათ ერთმანეთს იდეები, პროექტები და ნამუშევრები საპრეზენტაციო ფორმატში გაუზიარეს. ღონისძიებას „თბილისი სტარტაპ ბიუროს“ დამფუძნებელი გური ქოიავა და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე დაესწრნენ. სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის განვითრებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა. „PechaKucha Nights-ის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საკმაოდ საინტერესო მოხსენებები. ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირკავშირშია თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებასთან. ამასთანავე, შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი ახალი პროექტი night lab წარგვედგინა. გავიცანით ის ადამიანები, რომლებიც მომავალში შეიძლება ამ ახალი პროექტის მონაწილეებიც კი გახდნენ“, - აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ. PechaKucha Night - ის მოძრაობა, როგორც ღონისძიებათა სერია, 2003 წელს ტოკიოში დაიწყო, თავდაპირველად, ის განკუთვნილი იყო ახალგაზრდა დიზაინერებისთვის საკომუნიკაციო სივრცის შესაქმნელად. PechaKucha Night ახლა უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. PechaKucha Night-ზე წარსდგნენ სპიკერები: Wolt - ის გენერალური მენეჯერი საქართველოში ნატალია ხიზანიშვილი; მუსიკის პროდიუსერი და არტისტი დავით ღვაბერიძე; ასტროფოტოგრაფი, Geo-Astro-ის თანადამფუძნებელი დიმიტრი გოდერძიშვილი; ფოტოგრაფი გიორგი შერმაზანაშვილი; Night Pizza-ს მთავარი შეფ-მზარეული ლევან გომშიაშვილი; კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნანა დიხამინჯია; SMA Craft Bar-ის დამფუძნებელი ნიკიტა შუმაკოვი და ასტრონომი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა. თითოეულმა სპიკერმა 20 წამის განმავლობაში, 20 სლაიდი წარმოადგინა. ღონისძიება მხარდაჭერილი იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მიერ. მედია პარტნიორები კი „ინდიგო“ AT.ge, Ambebi.ge, „ბიზნესპრესნიუსი“ და „რადიო შოკოლადი“ იყვნენ.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)