|
2015-06-18 19:03:42, 597 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს თემურ უტიაშვილს ლიტვის საპატიო კონსულის ეგზეკვატურა. რის შემდეგაც ქ. ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაჭრეს წითელი ლენტი. მინისტრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბათუმში საპატიო საკონსულო გახსნა ხელს შეუწყობს ლიტვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის ხალხთაშორისი ურთიერთობები, ტურიზმი, სავაჭრო თანამშრომლობას ასვე კულტურული ურთიერთობები. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლიტვის საპატიო კონსულის საქმიანობის არეალი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის რეგიონი. ლიტვის საპატიო საკოსნულო ასევე ფუნქციონირებს თბილისში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)