07:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 16:38:26, 1274 ნახვა

კომენტარი
ნინო წილოსანი: ადამიანის უფლებების კუთხით შსს-ს მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ადამიანის უფლებების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას დადებითად აფასებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განხორციელებული რეფორმები სამინისტროს საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას უზრუნველყოფს.

„დღეს შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა.  მათი უშუალო ჩართულობით და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ისინი ეფექტურ რეაგირებას ახდენენ გამოძიების ეტაპზეც.  შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია,  როგორც გამოძიების ეტაპზე საქმიანობის ეფექტური წარმართვა ასევე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. დარწმუნებული ვარ დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა ასევე იქნება წარმატებული გამოძიების მონიტორინგის კუთხით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics