|
2019-02-13 21:26:44, 1813 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ტურიზმის სექტორის განვითარებაზე მუშაობისას აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის წევრებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტურიზმის განვითარების 2019 წლის გეგმა გააცნო. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სექტორის განვითარებაზე მუშაობისას აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება, მათ შორის: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოიცავს ტურისტული ობიექტების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციის პროგრამა; სველი წერტილების მოწყობის პროგრამა; გასაჩერებელი ადგილების და გადმოსახედების მოწყობა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, წელს ასევე იგეგმება მუშაობა ახალი ტურისტული ატრაქციების მოწყობის მიმართულებით. ასევე მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობას და პოპულარობას.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)