17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 20:00:58, 1647 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: საზღვაო ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელ და მარტივ მეთოდს საბანკო ფინანსირება წარმოადგენს

„საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე ცალკეული მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საზღვაო ფინანსები დაინტერესებულ პირებს, ანუ პოტენციურ გემთმფლობელებს   საშუალებას აძლევს აიღონ სესხი გემების შესაძენად. ეს სექტორი საქართველოს ბაზრისთვის კიდევ ერთ ახალ სფეროს - საზღვაო დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ჩვენი ბაზრისთვის ასევე აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს. საზღვაო დაზღვევა გულისხმობს გემისა თუ სხვა მცურავი საშუალების დაზღვევას სხვადასხვა საფრთხეებისგან და მოიაზრება, როგორც საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი", - აღნიშნა მინისტრმა

ქობულიას თქმით, საზღვაო ფინანსებისა და საზღვაო დაზღვევის სფეროს ხელშეწყობა პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს საქართველოს დროშის განვითარებაზე, ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო დონეზე, ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე საერთაშორისო დონის კომპანიების დაფუძნებას, რაც გააძლიერებს ზოგადად ინდუსტრიას და გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics