16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:35:33, 1414 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: „ექსონ მობილი“ დღეს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ექსონ მობილი" დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს იგეგმება ტენდერის ჩატარება შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, კომპანია „შლუმბერჟე" კი საქართველოში ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებს. გიორგი ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი აირი ექნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მარაგებთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics