16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 13:54:23, 1456 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში პოლონური ინვესტიცია განხორციელდება

პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ბიზნესფორუმი გაიმართა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ პოლონური კომპანია Gembiak-Mikstacki საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კერძოდ, კომპანია იმერეთის რეგიონში, ქ.ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტურქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთში გამართული ბიზნესიფორუმის მსვლელობისას გახდა ცნობილი. ბიზნესფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA” 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქ. პოზნანში გაიმართა.

ბიზნესფორუმის მუშაობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდა, რომელმაც  პოლონურ კომპანიებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორში კონკრეტული პროექტები გააცნო.

ფორუმის ფარგლებში, ასევე,  გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პოლონურ კომპანიებთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics