|
2015-06-18 11:13:36, 414 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ ვაპირებ ეს ხელშეკრულება გავასაჯაროო
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის არ აპირებს საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსზე საუბარი. "არ ვაპირებ გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, არც იმაზე ლაპარაკს ვაპირებ, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, რადგან მგონია, რომ უპასუხისმგებლობაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მხრიდან დღეს საუბარი ამ ხელშეკრულების შინაარსზე, დეტალებზე, იმაზე, რა ტიპის ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით. საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ მარტივად გაიგოთ, რომ როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე - ეს არის ძალიან მაღალი რისკი," - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება გააფრომა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)