|
2019-02-12 18:45:13, 2880 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა. 13-14 თებერვალს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს შეხვდება. სამინისტროს ცნობით, განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და მარტში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მასპინძლობით დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. ორმხრივი შეხვედრა ასევე გაიმართება ნატო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონთან. ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)