|
2015-06-18 09:22:04, 357 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აჭარას ეწვია
ლიტვის რესპუბლიკის საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი აჭარას ეწვია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ლინკევიჩიუს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარძე შეხვდნენ. სტუმრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში თაფლის სახლი დაათვალირეს. ასევე მოინახულეს მტირალას ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, კერძოდ ჩაქვისთავში განხორციელებული პროექტები, სადაც შეხვდნენ პროექტის მოსარგებლე ბენეფიციარებს. პროექტის ფარგლებში ქართველ მეფუტკრე ფერმერებს სკები გადაეცათ. ხაბაძემ სტუმრებს რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესახებ, აგროსასურსათო სექტორში განხორციელებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების შესახებ ესაუბრა. ამასთან, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ვიზიტის მიზანი იყო ლიტვის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მონახულება და ბენეფიციარებთან შეხვედრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)