|
2019-02-11 14:26:24, 1646 ნახვა
სამართალი
გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, ქ. თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ვ.ზ.-მ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.მ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ს.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „ვ.ზ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ლ.შ., რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ვ.ზ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა ვ.ზ. და ლ.შ. 2018 წლის 16 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. ვ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო ლ.შ.-ს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ზ. და ლ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო ლ.შ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც ერთ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ერთი წელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა ერთი წელი. ლ.შ.-ს ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)