19:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 16:26:52, 1576 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მურუსიძეს „ზეპირი კომუნიკაციის უნარში“ 15-დან 20 ქულა დაუწერა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მოსამართლე ლევან მურუსიძეს გასაუბრების დროს „ზეპირი კომუნიკაციის უნარში“, რომლის მაქსიმალური ქულაც 15 იყო, 20 დაუწერა.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ავრცელებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ყოველშემთხვევაში, საბჭოს ერთი წევრი მაინც. კარგად დააკვრდით ამ ფოტოს, ეს ლევან მურუსიძისათვის გასული წლის 27 დეკემბერს საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი შეფასებაა. მიუხედავად იმისა, რომ "ზეპირი კომუნიკაციის უნარებში", შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის "ზეპირი კომუნიკაციის უნარი", ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულთა მაქსიმუმს (ყოველშემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)“, - წერს სულხან სალაძე და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს:


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics