|
2019-02-08 14:47:03, 2313 ნახვა
ეკონომიკა
PSP-მ ერთდროულად 2 რეგიონში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქები გახსნა. საზეიმო ლენტი რაიონის გამგებლებმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს, წალენჯიხაში მერმა ბატონმა ბესიკ ფარცვანიამ და ჩხოროწყუში მერმა ბატონმა დათო გოგუამ. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები. PSP უკვე 25 წელია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურშია და 1994 წლიდან PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და მომსახურების ხარისხის გარანტია. 2017 წელს PSP-მ მომხმარებელს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ შესთავაზა. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის აფთიაქებიც ამ კოცეფციის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. „დღეიდან წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობას საშუალება აქვს PSP-ში ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს მედიკამენტების, კოსმეტიკის, ჰიგიენის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათეულობით ათასი პროდუქტი. ყველაზე ფართო ასორტიმენტი ყველაზე დაბალ ფასად, უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი - გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. აფთიაქის გახსნა დაემთხვა ჩვენს ყოველი თვის აქტივობას - ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას ვისაც საბავშვო პრდუქცია აინეტრესებს PSP -ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ ბავშის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე. ვცდილობთ პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთლობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში. ქსელის განვითარება PSP -ს 2019 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა; წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-ს აფთიაქები 6 თებერვალს პირველად გაიხსნა. ქსელის გაფართოება და ახალი რეგიონების მოცვის პროექტის ფარგლებში 12 თებერვალს კიდევ ერთ ახალ რეგიონში - ჩოხატაურში პირველად გაიხსნება PSP-ს აფთიაქი.
(R)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)