|
2015-06-17 18:46:13, 1368 ნახვა
სხვადასხვა
ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით რჩევებს აძლევს. ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში, მიმართეთ სამაშველო სამსახურს; არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი; კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით; მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები; გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ იმუნიზაციის ცენტრს - ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10. ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები. დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595956156; 595956151 ან დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)