04:37 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 17:20:43, 3839 ნახვა

მსოფლიო
როპის პაპი: მღვდლები და ეპისკოპოსები მონაზვნებს სექსუალურად ავიწროებდნენ

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სასულიერო პირები მონაზვნებს სექსუალურად ავიწროებდნენ და ეს დღემდე პრობლემად რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გარდა ამისა, რომის პაპის თქმით, არის ერთი შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირები მონაზვნებს სექსუალურ მონობაშიც ამყოფებდნენ. ფრანცეს განცხადებით, ამ შემთხვევაში, მისი წინამორბედი, პაპუ ბენედიქტი იძულებული გახდა მონაზონთა კონგრეგაცია დაეხურა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაპმა ფრანცისკემ მონაზვნების სექსუალური შევიწროება აღიარა. 

პანტიფიკოსის თქმით, მსგავსი შემთხვევები ახლაც არსებობს და ეკლესია ცდილობს ეს საკითხი მოაგვაროს. 

"პაპ ბენედიქტს ეყო გამბედაობა დაეხურა ქალების კონგრეგაციები, იმ მონობის გამო, რომელშიც ქალები იყვნენ, მათ შორის სექუალური მონობის. ვფიქრობ, ახლაც ასე ხდება, რადგან გაცნობიერება პრობლემას არ აგვარებს", - განაცხადა ფრანცისკემ. 

მოგვიანებით, ვატიკანის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ის შემთხვევა, რომელზეც როპის პაპი საუბრობდა საფრანგეთის ერთ-ერთ კონგრეგაციაში მოხდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics