16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 16:00:55, 1512 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ, ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში", - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.

განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის - 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის - 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics