09:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 13:58:43, 1468 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - სუს-ს დაავალეს, რომ „ნაცმოძრაობის“ ათეულობით მომხრისთვის ფარული ჩანაწერები გაეგზავნათ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ბიძინა ივანიშვილის ხელწერას უწოდებს. 

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარტიის აქტივისტებს მიზანმიმართულად გაუგზავნა ვიდეო, რათა შემდეგ ადამიანები დაეკავებინა. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. მან პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუგზავნა ეს კადრები სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაუკვეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics