09:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 15:05:09, 1309 ნახვა

კომენტარი
ბესელია - თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ეს ილუზია მოსამართლედ წოდებულმა გვრიტიშვილმა გაანადგურა

„თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე , ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ ეთერში მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უარესად სასამართლო სისტემის პრობლემების ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა.

„ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები -თავად გაანადგურა . კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა !!! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს- საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს))  ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა.  კარგად გვაჩვენეს -რა უნდა შევცვალოთ და რატომ !!!“, - წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოსამართლეებზე თავდასხმას აქვს ადგილი. მან ასევე დეპუტატები ეკა ბესელია და დავით ჭიჭინაძე მოსამართლეებზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან. ჭიჭინაძემ, ფაქტობრივად, გამოიშვირა ხელი სასამართლოსკენ და ამბობს, რომ, თურმე, ეს არის შურისძიება მოსამართლეთა მხრიდან. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ როდესაც გსურს, გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი, თვითონ ამ ჩანაწერების გავრცელების, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშნის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ქალბატონი ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ მიმდინარე პროცესებს თავად ეკა ბესელია მართავდეს: „არაფერს არ გამოვრიცხავ... ვთვლი, რომ მას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics