16:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 16:44:44, 1721 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება, -  გიორგი ქობულიამ ამის შესახებ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ისაუბრა, რომელიც ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს, როგორც სპიკერმა მონაწილოება მიიღო პანელში „საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები". გიორგი ქობულიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა გააცნო, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში,   „ერთი ფანჯრის პრინციპით" გაერთიანდება სახელმწიფო და საზღვაო სფეროში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები და შესაბამისი მომსახურების მიღება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მინისტრის განმარტებით, ამ  გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება მომსახურების მიღება სხვადასხვა სექტორისა და ორგანიზაციისაგან, ხოლო  კერძო სექტორის მომსახურება გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტს და მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics