|
2019-01-29 14:12:32, 1485 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ საერთაშორისო კონფერენციზე გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" და გლობალური ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019" ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აუდიტორიას წარუდგინა საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და გამოწვევები. მათ შორის, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ასევე ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე. გიორგი ქობულიამ საქართველოსთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობად გამოყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა, რომელიც ქვეყანას აქვს მსოფლიოს ისე დიდ ბაზრებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა გაფორმების მიმართულებით ისეთ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ინდოეთი, ყურის ქვეყნები, იაპონია და აშშ. მინისტრის პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემების განვითარებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების საერთაშორისო აღიარებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან რეფორმებზე საზღვაო პოტენციალის ათვისების, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით. 30 იანვარს კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019" გაგრძელდება".
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)