|
2015-06-17 11:34:33, 360 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ექსპერტები მუშაობენ, რათა დაადგინონ, რამდენად დარღვევითაა აგებული შენობები და პანდუსები. „რამდენადაც ვიცი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და განცხადებას ისინი გააკეთებენ. ექსპერტები მუშაობენ იმის გასარკვევად, თუ რამდენად დარღვევით არის აგებული შენობები და პანდუსები “,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფება. მინისტრმა ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ახორციელებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დილიდან აღდგა და ინტენსიურად მიმდინარეობს. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოქალაქეებმა ვახტანგ გომელაურს მაშველების და პოლიციის ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)