08:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 12:38:18, 1259 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პირადი ჩანაწერების გავრცელება არის ამორალური - ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს

პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად გააკონტროლებს გამოძიების პროცესს, თუ ვინმე ცდილობს, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას.

„პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელძღვანელებთან, მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება, არიან თუ არა სხვა მოწმეები ამ ყველაფრის და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. მით უმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს და მე, პირადად, ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს. ჩვენ  ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უპასუხებს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომელიც მას ეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

"ჭიჭინაძე არ არის გუნდის წევრი და აქედან გამომდინარე, მის კომენტარებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics