08:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 20:46:35, 1418 ნახვა

კომენტარი
ქალდანი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე: ამ შანტაჟს სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იმედოვნებს, რომ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც გავრცელების საკითხსზე სამართალდამცველებს მყისიერი რეაგირება ექნებათ. 

როგორც ქალდანმა აღნიშნა, მისი უწყება მზად არის დახმარებისთვის, რათა მსგავსი მეთოდით ადამიანების შანტაჟი დასრულდეს. 

„ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც ჩვენი მხრივ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს ან იგივე კონსულტაცია გავუწიოთ მათ მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ რაღაცნაირად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ აი ამ შანტაჟის საკითხებს. იმიტომ, რომ ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება არის მსხვერპლის მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ის. სახლებს და გვარებს მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას ვინც ცდილობს პირადი ცხოვრებით შანტაჟი განახორციელოს“,-განაცხადა თამარ ქალდანმა. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კადრები გუშინ სოციალური ქსელების მეშვეობთ გავრცელდა. მან აღნიშნული ფაქტი მოსამართლეების საკითხს დააკავშირა და სამართალდამცავ ორგანოებს მოწუოდა საკიტხი რაც შეიძლება მალე გამოიძიონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics