16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 14:35:28, 1918 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა

„საქართველოს ბანკმა“ თავისუფლების მოედანზე მდებარე, ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა.

ეს შენობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი „საკრედიტო საზოგადოების შენობა“, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა. შენობაში განთავსებულია საუკუნოვანი არქიტექტურული დეტალები, თაღები და ისტორიულ ძეგლად მიჩნეული უძველესი სალარო, რომელსაც ასევე ისტორიული და პირველადი სახით შენარჩუნებული რკინის ჯებირი აქვს. საკრედიტო საზოგადოების შენობა ერთ-ერთი პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში.

საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შენობაში განთავსდა დაგროვილი ქონების მართვის ფილიალი. დაგროვილი ქონების მართვისთვის ფილიალის ისტორიული შენობა, თანამედროვე დიზაინის ელემენტებით განახლდა. დიზაინზე იტალიურმა, დიზაინის ინოვაციურმა კომპანიამ- DINN!-მა იმუშავა. კომპანიამ განახლების გეგმა ისე შეიმუშავა, რომ რესტავრაციისას შენარჩუნდა მხატვრულ არქიტექტურული გამომსახველობა. DINN!-ის კონცეფცია ეფუძნება საქართველოს ისტორიული და კულტურული ფასეულობების წარმოჩენას დასავლურ ღირებულებებთან სინთეზში. დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია ასომთავრული ანბანი. სპეციალურად შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეში ასომთავრული ანბანითვე დაწერილია ვეფხისტყაოსნის აფორიზმები, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ნათლად დაინახო ქართული დამწერლობისა და ანბანის უნიკალურობა.

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებებს ბანკი სწორედ ამ ისტორიული შენობიდან განახორციელებს. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს კლიენტებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა. საამაყოა, რომ ეს პროცესი სწორედ ისტორიული შენობიდან წარიმართება და სიმბოლურია, რომ ამ შენობაში პირველი ქართული ბანკი იყო განთავსებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება.  საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით წარმოდგენილია წარმომადგენლობითი ოფისებით, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics