|
2015-06-17 09:44:20, 432 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც დაღუპულების ხსოვნას უკვდავყოფს
„დედაქალაქში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც დაღუპულების ხსოვნას უკვდავყოფს და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისის ტრაგედიამ საქართველო შეძრა და მთელი ქვეყანა გააერთიანა. „სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. დღეს ჩვენი ხალხი, ისე როგორც არასდროს ერთიანია. ამ მძიმე დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველა სიძნელეს გადავლახავთ. თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს დაღუპულების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია. ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)