|
2015-06-17 09:39:54, 390 ნახვა
პოლიტიკა
სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ოჯახს 100 000 ლარი გადაეცემა
სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, დაღუპული მაშველი გმირია და სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. „დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. აი, ასეთ ადამიანებზე უნდა გავაკეთოს სიუჟეტები და დავბეჭდოთ მათი ისტორიები. ვუთხრათ მოსახლეობას, თუ როგორი გმირები გვყავს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. მათგან 17 ცხედარის იდენტიფიცირება მოხდა და მათი ვინაობა ცნობილია. დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)