18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 14:36:40, 4205 ნახვა

სამართალი
საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეპარდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლემ რომან ხორავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ის პატიმრობის წინააღმდეგი არაა. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics