|
2015-06-17 09:33:53, 370 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს, გამორჩეულ პოლიციელებს, მაშველებსა და მოხალისეებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შუამდგომლობით მიმართავს პრეზიდენტს, რათა გამორჩეულ პოლიციელებს, მაშველებსა და მოხალისეებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში არაერთი საგმირო საქმის მოწმე გახდა და ეს არის ისტორიები, რომლებზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ. „უამრავი ასეთი ისტორია მოვისმინე. მოქალაქეები სთავაზობდნენ დაზარალებულებს ბინებს, ერთმა მოქალაქემ ავეჯის უფასოდ დამზადება შესთავაზა მათ. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც საჭმელს უმზადებდა მოხალისეებს და პიცერიის მეპატრონე, რომელმაც 20 პიცა მიიტანა სტიქიის ზონაში. დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა",-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)