09:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 11:53:31, 1426 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: იმედი მაქვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი 2024 წლამდე გაჩერდება

უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გუშინდელ სხდომაზე ძირითადად განხილულ იქნა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმედია ეს საკითხი 2024 წლამდე გადაიდება. 

"ჩვენ გუშინ გავაკეთეთ ყველაფერი, მოვიყვანეთ ყველა არგუმენტი, გამოვხატეთ საზოგადოების დაკვეთა გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული სასამართლოს მომავალზე. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან "სააკაშვილი-ადეიშვილის" რეჟიმს,  ნებისმიერ პირობებში, არა აქვს მნიშვნელობა, იყვნენ იმ სისტემაში, მოსწონდათ, ხელფასს იღებდნენ, არ აპროტესტებდნენ, ეს ადამიანები, ახალ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამრთლეებად გასამწესებლად, არიან შეუფერებელნი. ეს პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მანამდე საკითხი იყო უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გააჩერებს ამ პროცესს 2024 წლამდე. ეს საკითხიც განიხილება, რომ მოხდეს ამ საკითხის შეჩერება, რასაც ჰქვია უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების. გუშინ ამ საკითხს ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და წესით კითხვის ნიშნები არ დასმულა", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics