|
2019-01-24 12:00:43, 1278 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე: არსაიდან წასვლას არ ვაპირებ, მე მაქვს ჩემი პოზიცია
უნდა ვისაუბროთ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, მგონია, რომ სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ გუნდი კონსენსუსამდე მივა. "გვაქვს ერთი კონკრეტული ადამიანი, ღირსეული ადამიანები უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მე ჩემს ავს ვალდებულად ვთვლი, რომ ბოლომდე ვესაუბრო ჩემს კოლეგებს იმ არგუმენტებით, რომელიც საჭიროა. გუნდურობის პრინციპი - ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოდით, მე ამ ხალხისთვის არ მიღალატია და ზუსტად ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდებოდი მოღალატე ამ ადამიანების. მე არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასამტკიცებლად, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არსებობს არგუმენტები, მათაც ექნებათ საშუალება, არგუმენტები თქვან. ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამტკიცებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ქვეყანას და მგონი ამ ადამიანებს გასაქცევი არსაიდან არ გვაქვს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ . ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)