09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 11:26:28, 1403 ნახვა

კომენტარი
კობერიძე - უნდა შევჯერდეთ, რომ ადამიანები, რომლებმაც მოსამართლეთა ამ სიას ხმა მისცეს, იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა შინაარსობრივ საკითხებზე იქნება მსჯელობა.

რაც შეეხება მოსამართლეების საკითხს, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით გუნდი საერთო დასკვნამდე მივა.

„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics