|
2019-01-19 16:38:05, 1584 ნახვა
კომენტარი
მაია ბითაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ დაუშვას სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. “გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები-კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსესუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რაც არის დაუშვებელი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს სასტუმროს მშენებლობის პროცესის გარკვეული დროით შეჩერებაში. “ეს არის თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს მიღებული კიდევ ერთი მძიმე, მეტიც, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ხელი შეუშალეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სწორედ მათი ძალისხმევით შეჩერდა პროცესი და მოვიდა დღემდე. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თბილისის მერია მზადაა, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს და ქალაქის, პარკის და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ვიმსჯელოთ კონსესუსზე. რაც მთავარია, ამ საქმეში ჩვენ გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის დიდი იმედი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)