|
2019-01-18 11:02:02, 1355 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები ასეთ ტრაგედიაში ვინმესკენ თითს გაიშვერენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ
"ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები პოლიტიკური მოტივით არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე მტკიცებით, არიან მედიასაშუალებები რომლებიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ეს მიუღებელია. გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ქალაქს უამრავი პრობლემე შეექმნა, რის გამოსწორებასაც მოქმედი მერია ცდილობს. „საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანებთან მაინც გაიარონ კონსულტაციები ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კონკრეტული უწყებების დასკვნებს. ასევე ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ადამიანები, ზუსტად ისინი არიან ვინც მაგალითად, ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება გასცეს, ესენი არიან ის ადამიანები ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და გასცა სამშენებლო ნებართვა. ესენი არის ის ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეინის“ წინ მოედანი გაასხვისა და მისცეს მშნებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დედაქალაქის მომხიბვლელობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. 20-25 წლის განმავლობაში მართლაც, ძალიან მძიმე შედეგი დადგა ქალაქში და ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვის არის მისაღები ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად მე, ამ პროცესში, ამ ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრებაში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ ყველა ის აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისელებს. იცოდეთ, დაწრმუნებული იყავით იმაში, რომ თბილისის მერია და თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არსებული სიტუაცია, რომელიც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, გამოვასწოროთ, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, იყოს ყველაზე კომფორტული და გამართული ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური თვალსაზრისით“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)