18:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 13:18:28, 1766 ნახვა

სამართალი
პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ იმ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

დიდი დიღმის პოლიციაში იმყოფებიან პროკურორებიც.

ამასთან, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვაზე პოლიციაში გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics