|
2015-06-16 16:50:11, 919 ნახვა
საზოგადოება
„საბას“ ლაურეატები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან
ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები და ნომინანტები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან და თიბისი ფონდში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი წიგნებიდან შემოსულ თანხებს რიცხავენ. „ხშირად მიფიქრია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანი სიტყვა და რომ ასეთ მძიმე პერიოდებში ჩემს თვალს ხშირად დაკლებია ქართველი მწერლების ერთიანი სოლიდარობა“, - წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სალომე ბენიძე. „სიამოვნებით გიერთდებით. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თავის მხრივ დაიწყო დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციები და იქაც შემოგვიერთდით“, - წერს გიორგი კეკელიძე. „ასეთ დროს მწერლებს, სიტყვის ხალხს ყველაზე მეტად მოგვეთხოვება შევქნათ ახალი საძირკველი ახალი და სწორი გზების ასაშენებლად.. ჩვენი წიგნების გაყიდვებიდან შემოსული თუნდაც სიმბოლური თანხა დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე მნიშვნელოვანი“, - წერს თეონა დოლენჯაშვილი „ჩემი კოლეგები თავიანთი წიგნების ჰონორარს, თავიანთი ხელფასის ნაწილს დაზარალებულთა ფონდში რიცხავენ. ამით ჩემ მიერ გადარიცხულ თანხასაც მეტი აზრი ეძლევა და, ციფრებთან ერთად, იზრდება ერთიანობის განცდა და ენერგია“, - წერს ეკატერინე ტოგონიძე. „გამომცემლობას მოველაპარაკები და მზად ვარ ჩემი ორივე წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა დაზარალებულთა ფონდში ჩავრიცხო”, - წერს ტორესა მოსი. „მე და ჩემი მეგობრები მოხალისეებში ჩავეწერეთ და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. არჩილ ქიქოძემ სტიქიის ღამეს რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა. მართალია, ჩვენი ჰონორარები მცირედია, მაგრამ ყველამ თუნდაც ეს მცირედი მაინც რომ გაიღოს, ერთად უკვე ბევრი გამოვა“, - წერს გაგა ნახუცრიშვილი. „ამ ადამიანებს მერეც დასჭირდებათ დახმარება... მე გავაკეთე ავტომატური გადარიცხვა თიბისის ანგარიშზე, ამ ანგარიშზე ჩემი შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება ყოველთვის, ერთი წლის მანძილზე. მნიშვნელოვანია განგრძობითი დახმარება. ასე მგონია“, - წერს დიანა ანფიმიადი.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)