10:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 12:40:04, 1673 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილის დედა: ვითხოვ დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა - მტკიცებულებების გარეშე ტერორისტებთან დააკავშირეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვს მათი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს. 

როგორც მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი შვილი ტერორიზმში მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა. 

"ტერორისტებთან დააკავშირეს ჩემი შვილი მტკიცებულებების გარეშე. თუ სწამთ ღმერთი და ადამიანობის ერთი პროცენტი თუ შერჩენიათ, ეყოთ ამდენი უსამართლობა, ამდენი არაადამიანური ბრალდება და ცილისწამება. ღმერთის წყალობით, მგონი გავიმარჯვებთ და თემირლანის უდანაშაულობა დამტკიცდება", - განაცხადა მარგოშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის, სარჩელს განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics