|
2019-01-12 12:40:59, 1651 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას აფასებს. როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. „ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო - პრეზიდენტის კაბინეტი“, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტის თქმით, მას სურს ფონდის შექმნა, რომელშიც საკუთარ ხელფასს გადარიცხავს. ამასთან, მისივე განმარტებით, ის საფრანგეთისგან დაგროვებით პენსიას მიიღებს და საკუთარ თავს ამით უზრუნველჰყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)