|
2019-01-10 10:26:32, 2238 ნახვა
ეკონომიკა
ფონდმა GGF ბაზისბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ბაზისბანკისა და ფონდ GGF–ს პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი მიიღო. ინვესტიციის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტები დააფინანსოს. ფონდის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტური პროექტების შედეგად, პირველადი ენერგიის წლიური დანახარჯი დაახლოებით 11,043 მლნ ვტ/სთ ოდენობის დანაზოგს მოგვცემს, ხოლო ნახშირორჟანგის გამოყოფას დაახლოებით 1,582 მეტრული ტონით შეამცირებს. ფონდის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტების დაკრედიტებას მოხმარდება. საწარმოები კრედიტს ენერგოეფექტურობის და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მანქანა-დანადგარების განახლებისთვის გამოიყენებენ. ფონდთან პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, კერძოდ საჭიროებებზე მორგებულ სიმძლავრეების ამოქმედების სწავლებას, რაც „ბაზისბანკს“ საშუალებას მისცემს, ტექნიკურად შეაფასოს და გამოთვალოს მომავალი ინვესტიციების შესაძლო ზემოქმედება გარემოზე. „მოხარული ვართ, რომ ფონდთან თანამშრომლობის და საქართველოში მწვანე დაკრედიტების ხელშეწყობის შესაძლებლობა მოგვეცა. ენერგოეფექტურობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით და ფონდის მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, „ბაზისბანკი“ უფრო ეფექტურად შეძლებს მწვანე პროექტების დაფინანსების ხელშეწყობას და განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჩვენი საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მსგავსი ტიპის სასარგებლო პროექტებში მაქსიმალური ჩართულობაახალი პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს კლიენტებს ენერგოეფექტურობის პროდუქტებისადმი კიდევ უფრო მეტად გავუღვივოთ ინტერესი. ხოლო ის ფაქტი, რომ სესხები სწორედ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა ხელსაყრელია როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე თავად მომხმარებლისთვისაც. გვჯერა, რომ ფონდთან „Green for Growth“ თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო, ნაყოფიერი და ხანგრძლივი იქნება“, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
(R)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)