|
2019-01-08 15:24:30, 1632 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: თუ „ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ამ სიას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ
„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თუ მისი თანაგუნდელები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. ნაცვლიშვილი ყველა დეპუტატს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. „თუ ეს დაპირისპირება ასე გაგრძელდება, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია, ვიღაცის გარიცხვაზე, მაგალითად, გედი ფოფხაძე იყო ამ შემთხვევაში გამოწვეული იურიდიული კომიტეტიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ამ შემთხვევაში რა სიმწვავეც და ხასიათიც ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და თუ ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება და განსაკუთრებით, ვთქვათ, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა ტიპის სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე პირდაპირ აქვე ვაცხადებ, რომ მე უმრავლესობას დავტოვებ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)