|
2015-06-16 12:11:57, 414 ნახვა
პოლიტიკა
ხელისუფლება დიპლომატებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას აწვდის
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში იმართება, რომელზეც ხელისუფლება დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და ამჟამად დედაქალაში მიმდინარე სამაშველო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობს. შეხვედრაზე განიხილება კონკრეტული დახმარების საკითხები, როგორც ფინანსური და ტექნიკური ხასიათის, ასევე ექსპერტული და სარეკონსტრუქციო მიმართულებით. ცნობისთვის, ასეთივე ფორმატის შეხვედრა გუშინ ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)