|
2018-12-31 13:59:36, 1688 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე იაკობის განცხადებებზე: ძალიან არაადეკვატურია - სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, საპატრიარქო არასახარბიალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან აგრეთვე ქორეპისკოპოსის განცხადებებს არაადეკვატური უწოდა. "ძალიან არაადეკვატური...განცხადებები გუშინ მოსმენილი ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი", - განაცხადა მეუფე პეტრემ. პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ არსებულ პრობლემებს სინოდი ვერ აგვარებს და ამბობს, რომ დიდი კრება უნდა ჩატარდეს. "სინოდის სხდომები მთავრდება და პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება. პრობლემებიც კი, არათუ აღმოფხვრილი და მოგვარებული, ზოგჯერ, უფრო მეტად გაღრმავებულია. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კრიზისულ მდგომარეობაზე", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)