|
2018-12-31 13:40:01, 2691 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში აფეთქების გამო, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა - დაიღუპა 4 ადამიანი [ვიდეო]
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების გამო საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა. თვითმხილველების მტკიცებით, აფეთქების შემდეგ დაახლოებით 10 წუთში სახლის ნაწილი, მათ შორის სადარბაზო ჩამოინგრა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. 4 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 2 ბავშვია. კიდევ 28 ადამიანი კონტაქტზეა გამოსული. თუმცა 68 პირთან კონტაქტზე ამ დრომდე ვერ გადიან. შესაძლოა ისინი ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი. "რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია მუშაობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)