|
2018-12-30 18:52:01, 706 ნახვა
რეგიონი
შუბანში თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი მოეწყო
შუბნის ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაობი დასრულდა. ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების დასრულებისთანავე 30 აღსაზრდელი შეუდგება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. შესრულებული სამუშაოები დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე რუსუდან შვაძესთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით,სათამაშო კუთხეებით და ტექნიკით. 30 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში დასაქმებულია 12 ადგილობრივი. ,,აღსანიშნავია, რომ შუახევში დღეს 10 ბაგა-ბაღია მოქმედი, მათგან ხუთი - ბოლო წლებში აშენდა. სულ დასაქმებულია 185 ადგილობრივი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. იანვარში დაბის რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში შევა ექსპლუატაციაში, სამუშაოები მიმდინარეობს ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბუთურაულის ბაგა-ბაღზეც, დაგეგმილი გვაქვს ჯაბნიძეების ბაგა-ბაღის მშენებლობა. სადაც ბავშვთა კონტიგენტი ნაკლებია იმ სოფლებში გაიხსნება ალტერნატიული ჯგუფები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)