|
2015-06-16 10:51:23, 368 ნახვა
პოლიტიკა
18–19 ივნისს ბათუმში მე–12 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება
18-19 ივნისს ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტრადიციული, მე-12 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფერენცია მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას. ასევე, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)