|
2018-12-28 13:09:40, 1677 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ივანიშვილის მერე, გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე ვარ - გუნდურობას მე ნუ მასწავლიან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ბესელია გუნდურად არ თამაშობს. ბესელიას თქმით, გუნდურობასთან დაკავშირებით იგი არავისგან შენიშვნას არ მიიღებს. "ის ადამიანები, ვინც ჩვენ გუნდს, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მე გუნდურობაზე ნუ მიმითითებენ და ვერავინ ვერ მასწავლის მაგას - რა არის გუნდურობა, რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე სხვისი პასუხისმგებლობის აღება, ამას მე ნამდვილად ვერ მასწავლიან ის ადამიანები, განსაკუთრებით ვინც ძალიან ახლები არიან შემოსული ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. არ მინდა დღეს შორს წავიდე და ამაზე დავსვავდი წერტილს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)