|
2018-12-27 20:49:38, 1527 ნახვა
კომენტარი
ჯანეზაშვილი: ადამიანები, რომლებიც სისტემაში დარჩენას არ იმსახურებენ, უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც სისტემაში დარჩენას არ იმსახურებენ, უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ. ამ განცხადებით ჯანეზაშვილი ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე მტკიცებით, უპრეცენდენტოა, რომ კენჭისყრა დღესვე ჩატარდა. "დღევანდელი გადაწყვეტილებით მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და სასამართლო სისტემამ გამოაცხადა უკომპრომისო ბრძოლა. მათ როდესაც ვერ მიიღეს მხარდაჭერა, გადაწყვიტეს ფორსირებულ რეჟიმში დაენიშნათ მურუსიძე. დანიშნეს გასაუბრება და უპრეცენდენტოა, რომ დღესვე მოხდა კენჭისყრა. 11 ადამიანმა დაუჭირა მხარი და მათ შორის იმ არამოსამართლე წევრებმა, რომელიც აირჩია პარლამენტმა. ეს საბჭოს ისტორიაში ცუდი გადაწყვეტილებაა. მათ არ აინტერესებთ რას ფიქრობს ხალხი. ამით ეს ბრძოლა არ დასრულდება და ეს კლანი ამ თავის გადაწყვეტილების შედეგებს მოიმკის. ეს გადაწყვეტილება ჩვენ საზოგადოებას არ მოეწონება. ადამიანები, რომლებიც არ იმსაუხურებენ სისტემაში დარჩენას უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ." - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)